მკვლელობა ხის მორით - მარტვილში ალკოჰოლდამოკიდებულმა კაცმა დედა მოკლა

12.03.23 20:14
მკვლელობა ხის მორით - მარტვილში ალკოჰოლდამოკიდებულმა კაცმა დედა მოკლა

მარტვილში ალკოფოლდამოკიდებულმა კაცმა დედა მოკლა. 86 წლის ქალს  შვილმა შეშა ჩაარტყა. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულს მამუკა რურუა რამდენიმე საათი მალავდა. ოჯახის წევრებს და მეზობლებს არწმუნებდა, რომ ხანდაზმული ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ეჭვი მკვლელობაზე მეზობლებს გაუჩნდათ. გაახსენდათ ჩხუბი და ყვირილი, რომელიც რურუების სახლიდან ისმოდა.. პოლიციაში ანონიმური შეტყობინება შევიდა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ქალს მრავლობითი დაზიანებები აღმოაჩნდ.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დანაშაულის ჩადენის მომენტში 54 წლის მამაკაცი შერაცხადი იყო თუ არა.

დედის მკვლელბისთვის ბრალდებულ შვილს ხვალ სასამართლოში მიიყვანენ.

ვრცლად მარტვილში მომხდარის აზარელი მკვლელობის შესახებ ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.