"ოცნება" უმრავლესობის დაკარგვის ზღვარზე - მმართველი პარტიიდან დეპუტატები მიდიან
"ქართული ოცნება" უმრავლესობის დაკარგვის ზღვარზე - ივანიშვილის პარტიიდან წასასვლელად ექვსი ადამიანი ემზადება. სერგეენკო, კოვზანაძე, ხელაშვილი, ჩაჩიბაია - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დეპუტატების, ვისაც აღარ უნდა "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდებოდეს.
რუსული კანონის მოწინააღღმდეგე პოლიტიკოსები მეორე დღეა მობილურ ტელეფონებს არ პასუხობენ. იმალებიან წასასვლელად გამზადებულებიც და იმალებიან დარჩენილებიც.
წყარო "პირველებს" მმართველი გუნდიდან უყვება, რომ ექვსივეს ირაკლი კობახიძემ პირობა წაუყენა: პარტიიდან გასვლასთან ერთად საპარლამენტო მანდატებიც უნდა დათმონ. ამით კობახიძე ცდილობს, საკანონდებლო ორგანოში ექვსი სკამი შეავსოს, რომ პოზიციები გაამაგროს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.