სატანისტების ფორმა ეცვათ - პრემიერი ახალგაზრდების წინაადმდეგ

12.03.23 21:02
სატანისტების ფორმა ეცვათ - პრემიერი ახალგაზრდების წინაადმდეგ

პრემიერი ირწმუნება, რომ პარლამენტთან გამართულ აქციებზე ძალადობა არა პოლიციამ არამედ "ნაცმოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ დაიწყო. ამის შესახებ მან სამთავრობო არხე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ენმ-ს ცოტა უკლია, რომ ტერორისტულ ორგანიზაციად იქცეს.

ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს სიცრუე და სისულელეა. ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ე.წ. ამ გირჩის მოძრაობამ, ჯაფარიძის პროვოკატორის მოძრაობამ და ფრანკლინის კლუბის "ანარქისტებმა", რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ, რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს შემაშფოთებელია, რაც აქ ხდება. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, უკვე გადაქცეულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად და ცოტაღა უკლია, რომ ტერორისტული გახდეს, - თქვა პრემიერმა.