ბევრმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა, მეგონა, მართლა რაღაც ხდებოდაო - ღარიბაშვილი აქციის მონაწილეებზე

12.03.23 21:11
ბევრმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა, მეგონა, მართლა რაღაც ხდებოდაო - ღარიბაშვილი აქციის მონაწილეებზე

პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ პარლამენტთან გამართული აქციები მიზნად  ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ომს ისახავდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ტყუილია, რომ "ოცნებას" ევროპული გზა არ უნდა.

ამასთან, პრემიერი ირწმუნება, რომ აქციის ბევრმა მონაწილემ შემდეგ დაურეკა და მოუბოდიშა. 

ამბობენ, რომ 800 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე მიყენებული აქვს უკრაინას ზარალი. ამ ქვეყანას რა დააყენებს ფეხზე. 20 მილიონი არის მიგრირებული. აი, ეს ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი იცის, ცდილობენ, რომ ჩვენს ამ დალაგებულ და დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო. ჩვენს ხელთარსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არცერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ჩვენ ვეუბნებით მათ, ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და ვიღაც პოლიტიკრი პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი. მივმართავ ჩვენს სტუდენტებს: თქვენ გიყენებენ! გატყუებენ ეს ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები, თითქოს ოცნებას არ უნდა ევროპული გზა. მე ფაქტები მოგიყვანეთ. ფაქტები მოიყვანონ ნაც ოძრაობის, ამ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. რა გააკეთეს ევროპულ გზაზე? არაფერი არ გაუკეთებიათ. ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა 3 წლით გადადეს, ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ გავაკეთეთ. ასოცირება ჩააგდეს. შესაბამისად, ეს მითი, ეს სიყალბე, ძალიან ბევრი ადამიანი, ნაცნობი ოჯახები აღმოვაჩინე აქციაზე. ძალიან ბევრმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა, მართლა მეგონა, რაღაც ხდებოდაო, - თქვა პრემიერმა.