"სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100?" - კრამონი პრემიერის ბრალდებებს პასუხობს
ევროპარლამენტარი ვიოლ ფონჯ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს სოციალურ ქსელში პასუხობს. საქმე ეხება ღარიბაშვილის განცხადებას, რომლელმაც თქვა, რომ 100-მდე ევროდეპუტატები კორუფციულ სკანდალშია გახვეული.
კრამონი ხაზს უსვამს, რომ სკანდალში გახვეული ევროპარლამენტარების უმრავლესობა სწორედ "ოცნების" მოკავშირე პარტიიდანაა, თუმცა რიცხვი 100 გადამეტებულია.
საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმრავლესობა სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდანაა, რომელიც "ქართული ოცნების" მოკავშირე პარტიაა. თუმცა, საინტერესოა სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყარო, თუ შეიძლება, - წერს კრამონი Twitter-ზე.