"იცოდნენ ამ კანონის მიღებას რა რეაქცია მოჰყვებოდა" - ივანიშვილის ადვოკატი "ოცნების" შეფებს უპირისპირდება
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი "ქართული ოცნების" შეფებს დაუპირსპირდა. სკანდალური ინტერვიუ ვიქტორ ყიფიანმა სომხურ მედიას მისცა.
ოლიგარქის სანდო კაცმა ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური განცხადებები ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს. მისი თქმით, ხელისუფლებამ იცოდა რუსული კანონის მიღებით რა შედეგიც დადგებოდა, მაგრამ რისკები ვერ გათვალა, საზოგადოებამ კი ხელისუფლებაზე კონტროლი მოადუნა.
ის მოვლენები, რომლის თვითმხილველებიც ჩვენ გავხდით, რეპუტაციულ ზიანს აყენებს საქართველოს და პოლიტიკური დარტყმა მოაქვს ქვეყნისთვის, გადადგმული იყო რაციონალური ნაბიჯი, რომელიც სწორად უნდა იყოს აღქმული. რაც შეეხება, თქვენს კითხვას ახსნასთან დაკავშირებით, მე ვიკამათებდი განმარტების ავტორთან. პარლამენტში კანონი ათი დღის განმავლობაში განიხილებოდა, მაგრამ თემა მანამდე იყო შეტანილი და მარტივად გამოსაცნობი და პროგნოზირებადი იყო რეაქცია, რომელიც ამ კანონის მიღების შემდეგ დადგებოდა. ეს რეაქცია იკითხებოდა ადგილზე დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც. ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ თავის დროზე ხალხს რაღაც არ აუხსნეს და არ განუმარტეს, მოდი, ვიკითხავ, სად იყვნენ აქამდე, ვიცოდით რა რეაქცია მოყვებოდა ამ ველაფერს. მე ვისურვებდი მმართველი პარტიის ლიდერისგან მომესმინა უფრო თავშეკავებული კომენტარები, ვიქნებოდი ძალიან ღია თქვენთან, ჩემი მისდამი პატივისცემის მიყუხედავად, უკრაინასთან მიმართებაში მისი რიტორიკა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვისმემდი, მე არ მომეწონა. ეს განცხადება უკრაინასთან არც ისე კარგი ურთიერთობის ფონზე ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა, ეს იყო არაკორექტული. მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს თავშეკავებული მის განცხადებებში, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ასეთ არაორდინალურ პარალელებს. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე საზოგადოებამ მოადუნა ყურადღება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, სომხეთი, სადაც არ არის დიდი პოლიტიკური კულტურა და ინსტიტუციური განვითარება. ყოველთვის საჭიროა ,,ვოჩდოგი" , საზოგადოებრივი კონტროლი. პირველ რიგში მოდარაჯის როლი უნდა შეასრულოს საზოგადოებამ. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე საზოგადოებამ გაუშვა ხელიდან მართვის სადავეები. სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იყო ფხიზლად, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაღაც ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოება გახდა პოლიტიკური თამაშების მძევალი და დაკარგა ნეიტრალურობა. არასამთავრებო ორგანიზაციების ნაწილი გახდა პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული, ნებით ან უნებლიედ. საზოგადოებაა პასუხისმგებელი მის ბედზე, ქვეყნის განვითარებაზე, აქ იყო მოდუნება, - თქვა ყიფიანმა.