პრემიერი ფრთხილად უნდა იყოს, თითის ქნევით საუბარი არ გაუვა - სტუდენტები
სტუდენტები პრემიერის ბრალდებებს და მუქარას პასუხობენ. ახალგაზრდები ღარიბაშვილს აფრთხილებენ, რომ მათთან თითის ქნევით საუბარი არ გაუვა.
კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტი ლუკა ჭოხონელიძე პრემიერს ურჩევს, ნუ გამოიწვევს ახალგაზრდებს, რადგან მათგა საპასუხო ცეცხლს აუცილებლად მიიღებს.
კიდევ რა ტერმინები იცის, რა ასწავლის, ძალიან საინტერესოა. ეთერში ვთქვი ამსაწინად, რომ მართლა როგორ გველაპარაკება "სატანისტებს" ეს ადამიანი, როედსაც პარტიაში ჰყავს ირაკლი კობახიძე. დისკრიმინაცია არ მინდა ადამიანების, მაგრამ თუ უნდა ამ ფრონტის და ამ ცეცხლის გახსნა, მიიღებს მაშინ ახალგაზრებისგან და აუცილებლად წაგებული გამოვა ამ ბრძოლიდან, ისევე, როგორც გასული დღეების განმავლობაში, - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე
სტუდენტები ამბობენ, რომ პრემიერის მუქარის არ ეშინიათ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მათთის სწორედ რვროპული მომავლისთის ბრძოლაა.
არავის არ გვეშინია და შიში არ არის ის, რითაც შეიძლება ქვეყნის მართვა. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისთის, რომ ჩვენმა ქვეყანამ არა თუ უკან გადადგას ნაბიჯები, არამედ წინ იაროს, - ამბობს სამედიცინო უნივერსიტეტი სტუდენტი კონსტანტინე ვეკუა
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი კონსტანტინე ჯიჭარაძე პრემიერს პირდაპირ ეუბნება, რომ ფრთხილად უნდა იყოს.
ფრთხილად იყოს, იმიტო, რომ სტუდენტებმა და ზოგადად, ახალგაზრდა თაობამ დაძლია ის ნიჰილიზმი, რაც აქამდე იყო. შესაბამისად, დავანახეთ, რა ძალა ვართ, რა შეგვიძლია, შესაბამისად, ერთადერთს, რასაც ვეტყვი, რომ ფრთხილად უნდა იყოს ძალიან, - ამბობს კონსტანტინე ჯიჭარაძე
პრემიერმა გუშინ სამთავრობო არხზე თქვა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გავიდნენ, "ნაცმოძრაობასთან" არიან კავშირში. ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს სატანისტები უწოდა და ისინი ანტისახელმწიფოებრივ და ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა.
ამასთან, პრემიერი მათ, ფაქტობრივად, დაჭერებით დაემუქრა და თქვა, რომ თითოეულიმათგანის ვინაობა იცის.