ომბუდსმენად იოსელიანსი დასახელება ჩემი ინიციატივა არ ყოფილა - დეკანოიძე

13.03.23 12:30
ომბუდსმენად იოსელიანსი დასახელება ჩემი ინიციატივა არ ყოფილა  - დეკანოიძე

ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ლევან იოსელიანის დასახელება ხატია დეკანოიძის ინიციატივა იყო. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს მეორე დღეა ამის გამო პარტიის მხარდამჭერები აკრიტიკებენ, რადგან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ აღიარებს, ამიტომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მომხრეებს აინტერესებთ, რა მოხდა და რა მიზანი ჰქონდა დეკანოიძეს.

თავად ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ეს მისი ინიციატივა არ ყოფილა. მისივე თქმით, უმჯობესია თუ ალეკო ელისაშვილი ომბუდსმენზე ნაკლებს ისაუბრებს.

ნამდვილად არ ყოფილა ჩემი ინიციატივა, მე მაგალითად მოსაზრება მქონდა, რომ, ვთქვათ, თუ კონსენსუსი შედგებოდა, თამუნა კორძაიას კანდიდატურაც ყოფილიყო. ეს ჩემ პიროვნულ დამოკიდებულებას ვამბობ ახლა. ის, რომ რამე მოლაპარაკება ან ინიციატივა იყო, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. არ მინდა ჩემი კოლეგები უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო და ვიჭორავო, უბრალოდ რაც ნაკლებს ილაპარაკებს ალეკო ომბუდსმენზე, მით უკეთესი იქნება ომბუდსმენისთვის. არავის არ უმსჯელია, პირად საუბრებს ყვება,"- ამბობს ხატია დეკანოიძე.