პრემიერი სიმონიანის და პესკოვის რიტორიკას იმეორებს - დეკანოიძე
ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებს რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს ადარებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ პრემიერს აქციის მონაწილეებზე შურისძიება არ გამოუვა.
ეს იყო შურისძიების, ზიზღის, ბოღმის ენა, თავისუფალ თაობასთან ესენი არიან უძლურები. ადამიანი იმეორებს ზუსტად იმას, რასაც იმეორებს სიმონიანი და პესკოვი. წარმოუდგენელია. ახლა გადაწყვეტილი აქვთ, რომ შური იძიონ იმ ადამიანებზე, ვინც მონაწილეობდა პროტესტში, მაგრამ არ გამოუვათ, ვერ ვერავის ვერ დააკავებენ, აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს და სხვა პროტესტს მიიღებენ, "- ამბობს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ,,რუსული კანონის" მოწინააღმდეგებს აფრთხილებს, არ გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან ძალოვანმა უწყებებმა მათზე ყველაფერი იციან, იდენტიფიცირებული ჰყავთ ვინ იდგა სცენაზე და ვინ - ქუჩაში. პრემიერი ახალგზრებს სატანისტებად მოიხსნიებს და ამბობს, რომ ისინი ანტისახელმწიფოებრივ და ძირრგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან.