დეპუტატები, რომლებიც შესაძლოა "ოცნებიდან" წავიდნენ, დღეს პარლამენტში არ მისულან

13.03.23 12:40
 დეპუტატები, რომლებიც შესაძლოა "ოცნებიდან" წავიდნენ, დღეს პარლამენტში არ მისულან

დილიდან პარლამენტი ცარიელია. დეპუტატები, რომლებიც შესაძლოა "ქართული ოცნებიდან" წავიდნენ, დღეს სამსახურში არ მისულან, არ პასუხობენ არც სატელეფონო ზარებს. ირაკლი კოვზანაძის, გიორგი ხელაშვილის , დავით სერგეენკოს და ვლადიმერ ჩაჩიბაიას კაბინეტები ამ დრომდე დაკეტილია.

სამი დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელისუფლებო გუნდიდან კონკრეტული დეპუტატები მიდიან. ამის მიუხედავად ირაკლი კოვზანაძის, გიორგი ხელაშვილის , დავით სერგეენკოს და ვლადიმერ ჩაჩიბაიას რაიმე სახის განცხადება ამასთან დააკვშირებით არ გაუვრცელებიათ.