კახა ოქრიაშვილი: „აგენტების“ კანონის გაწვევასთან ერთად, „რუსული ოცნების“ რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა“

13.03.23 12:28
კახა ოქრიაშვილი: „აგენტების“ კანონის გაწვევასთან ერთად, „რუსული ოცნების“  რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა“

,,პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი ხელისუფლების მუქარას პასუხობს, რომელმაც იმ ახალგაზრდების დაკავება დააანონსა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

კახა ოქრიაშვილი "ქართულ ოცნებას" ქვეყნის მტრად მოიხსენიებს და წერს, რომ მათი  რიტორიკა განსაკუთრები აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც იძულებული გახდნენ "აგენტების" შესახებ კანონი უკან გაეწვიათ. 

„აგენტების“ რუსული კანონის გაწვევასთან ერთად, „რუსული ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა. ახალი მესიჯბოქსით, ისინი ემუქრებიან ქართველ ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხებს ვერავის მოსჭამენ! 

ზუსტად ის, ვინც აშინებს საკუთარ ხალხს, შიშის მეშვეობით სურს წაართვას ღირსება და აცხოვროს ფინანსურ, თუ სხვა სახის მონობაში, არის ჩვენი ერის მტერი. დიახ, „ოცნება“ არის ქართველი ხალხის, საქართველოს მომავლის მტერი! 

მსურს და მჯერა, რომ ამ დამნაშავეობრივ დაჯგუფებას არაძალადობრივად, მშვიდობიანად და უსისხლოდ გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან. 

ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!