ხელისუფლების რევოლუციით შეცვლა არავის გამოუვა - კალაძე
პრემიერის მსგავსად კახა კალაძეც იმეორებს, რომ საპროტესტო აქციებზე პროვოკაციის მოწყობის მიზნით რომელიმე ახალგზრდის მკვლელობა გამორიცხული არ იყო. ამასთან, დედაქალაქის მერი აღიარებს, რომ აქციაზე იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებიან.
კალაძე ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ რევოლუციით და დაპირისპირებით ხელისუფლებას ვერ შეცვლიან და კანონით დაისჯებიან.
გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ბევრი მათგანი იყო იქ, რომელიც არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა, ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ისაუბრა. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, საზოგადოებას მიაწოდებდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა რეალურად ვიცით მათი წარსული, რეალურად ვიცით რას წარმოდგენენ ისინი და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ასევე ისეთებიც, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირ კავშირში არაა და ჰქონდათ თავიანთი გულისწყრომა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია რევოლუციით, დაპირისპირებით, ძალიან ცდება, მეგობრებო. არავის არაფერი გამოუვა. თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, - თქვა კალაძემ.