გორში ენმ-ს ოფისი დაარბიეს - პარტიის წევრები "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობენ
გორში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შუშები ჩალეწეს. ეს პარტიის გორის ოფისის დარბევის მე-10 შემთხვევაა.
ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ პოლიციის იმედი არ აქვთ, აქედან გამომდინარე მათ შსს-ს არ მიმართეს. მათი თქმით, ოფისის დარბევის 10 შემთხვევიდან, მხოლოდ 2 შემთხვევაში მივიდა გამოძიება ბოლომდე.
ხაბეიშვილის პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი ბელიაშვილის განცხადებით, აგრესიული დაჯგუფება ,,ქართული ოცნების" მიერაა წახალისებული და პრემიერის გუშინდელმა განცხადებამ კრიმინალებს მწვანე შუქი აუნთო.
ჩამტვრეულია შესასვლელი კარი, ქვაა ნასროლი და დაზიანებულია აქაურობა. ეს ბოლო 2 წელიწადში რიგით მეათე შემთხვევაა, როდესაც არბევენ ჩვენს ოფისს, ქვებს უშენენ და გვიზიანებენ ინვენტარს. ვფიქრობთ, რომ ეს აგრესიული დაჯგუფება წახალისებულია ,,ქართული ოცნების" მხრიდან. ხელს აფარებენ კრიმინალებს პრემიერის გუშინდელმა განცხადებამ მითუმეტეს მწვანე შუქი აუნთო მსგავს აგრესულ დაჯგუფებებს და მოუწოდა ჩვენთან ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ," - ამბობს ანი ბალიაშვილი.