ბატონო "ჩუჩელა", გაფრთხილებთ, არცერთ ახალგაზრდას ხელი არ დაედოს - ხაბეიშვილი პრემიერს

13.03.23 13:40
ბატონო "ჩუჩელა", გაფრთხილებთ, არცერთ ახალგაზრდას ხელი არ დაედოს - ხაბეიშვილი პრემიერს

ლევან ხაბეიშვილი პრემიერის მუქარას ეხმიანება, რომელმაც, თქვა, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც აქციაზე სცენაზე იდგა, იდენტიფიცირებულია. 

ენმ-ს თავმდჯომარე ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს, არ დაედოს ხელი არცერთ ახალგაზრდას. 

ბიძინა ივანიშვილის პირადმა "ჩუჩელამ" , პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს: თამუნას, ლიკას, მაკას, გიორგის, დათოს... ყველას სახლებში შეუვარდება თურმე და ყველას დააიდენტიფიცირებს და დააანონსა რეპრესიები. ბატონო "ჩუჩელა", თქვენც, ირაკლი კობახიძეც, ყველა ის დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს ხმა მისცა, ყველანი დამახსოვრებულები ხართს აბსოლუტურად სახელებით და გვარებს, რომ დაგვავაიწდეთ, ისტორია აუცილებლად დაწერს თქვენს შესახებ. ამიტომ გაფრთხილებთ, რომ აი, ამ ახალგაზრდებს არცერთს თითი არ დაედოს, - განაცხადა ხაბეიშვილმა.