საქართველოს პრემიერი კაცია და კვერცხები აქვს - სოლოვიოვი

13.03.23 14:12
საქართველოს პრემიერი კაცია და კვერცხები აქვს - სოლოვიოვი

რუსი პროპაგანდისტი  ვლადიმერ სოლოვიოვი საქართველოს პრემიერის გუშინდელი გამოსვლით კმაყოფილია. ჟურნალისტი ღარიბაშვილს საკუთარ ტელეგრამ არხზე ციტირებს და წერს, რომ  ირაკლი ღარიბაშვილი კაცია და კვერცხები აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოში არეულობა სურს. მისი თქმით, ამას ცხადყოს ის ფაქტიც, რომ ომში მყოფი პრეზიდენტის საქართველოში გამართულ დესტრუქციული აქციებისთვის იცლის. 

ამასთან, პრემიერმა კლიჩკო, ფეიგინი და არახამია საწყალ  ლუზერებად მოიხსენია და ისინი საქართველოში გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველო უკრაინულ კონფლიქტში არ ჩაერთო.