"საკითხი არ დამდგარა ჯერ" - ელგუჯა გოცირიძე "ოცნებიდან" წასვლაზე
"ქართული ოცნების" წევრი ელგუჯა გოცირიძე პატრიიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს. დეპუტატი ამბობს, რომ საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა.
არ დამდგარა ეს საკითხი ჯერ, ჩემო კარგო. ხომ გეუბნებით, საკითხი არ დამდგარა ჯერჯერობით ასე და თქვენ საიდან მოიტანეთ ეს? , - ეუბნება "პირველებს" სატელეფონო საუბრისას გოცირიძე.
სამი დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელისუფლებო გუნდიდან კონკრეტული დეპუტატები მიდიან. ამის მიუხედავად ირაკლი კოვზანაძის, გიორგი ხელაშვილის , დავით სერგეენკოს და ვლადიმერ ჩაჩიბაიას რაიმე სახის განცხადება ამასთან დააკვშირებით არ გაუვრცელებიათ. დეპუტატები, რომლებიც შესაძლოა "ქართული ოცნებიდან" წავიდნენ, დღეს არც სამსახურში მისულან.