ოპოზიციური არხების მცდელობა, შექმნან მოლოდინი, რომ უმრავლესობა იშლება, უსაფუძვლოა - ზარქუა
ირკალი ზარქუა ირწმუნება, რომ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ მან დღეს ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მმართველი გუნდის წევრის მტკიცებით, ოპოზიციური არხები ცდილობენ შექმნან მოლოდინი, თითქოს "ოცნება" დაშლის პირასაა, თუმცა ეს საფუძველს მოკლებულია.
არც უმრავლესობას ემუქრება რამე საფრთხე და ზოგადად, თუ ვინმეს უნდა გასვლა ან დარჩენა ან სხვა პოზიციებზე გადასვლა, ეს არ იყო არც აქამდე შეზღუდული და არც მომავალში იქნება შეზღუდული. ასე რომ, ის მცდელობა თქვენ, აი, ოპოზიციურ არხებს, რომ რაღაცნაირად შექმნათ მოლოდინი,რომ უმრავლესობა იშლება, ეს საფუძველს მოკლებულია. არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, უმრავლესობა როგორც არასდროს მოწადინებულია, რომ 12 პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და როგორც აქამდე, ჩვენ საქართველოს კიდევ უფრო მეტად დავუახლოვებთ ევროკავშირს, - თქვა ზარქუამ.