პაპუაშვილმა ევროკავშირის დროშა არ დაკიდა - სიმბოლიკა პოლიციამ აღმართა
საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა ისევ ფრიალებს. რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ნაცვლად EU-ს სიმბოლოკა პოლიციამ დაკიდა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის მოვლენების დროს, როდესაც მოძალადე რადიკალებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საკუთარი ხელით აიღო ჩამოგდებული დროშა და თავად აღმართა.
დღეს პუტინისტებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს - ამ დროსითვის "ალტ-ინფოს" წევრები არავის დაუკავებია.
შსს-ში ამბობენ, რომ "ევროკავშირის დროშის დახევისა და დაწვისთვის, შსს რადიკალური დაჯგუფების წევრებს დააჯარიმებს".