"ჩვენთვის პრორუსის იარლიყის მოწებება უნდათ" - მდინარაძემ ევროდეპუტატები ენმ-ს მოკავშირეებად გამოაცხადა

15.03.23 14:55
"ჩვენთვის პრორუსის იარლიყის მოწებება უნდათ" - მდინარაძემ ევროდეპუტატები ენმ-ს მოკავშირეებად გამოაცხადა

ხელისუფლება ისევ ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტარები "ნაცმოძრაობის" ლობისტები არიან. მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ევროდეპუტატები იმ პარტიას ლობირებენ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების გაშავება და პრორუსის იარლიყის მიწებება უნდა.

მძიმე მოსასმენია ნაცმოძრაობის ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის ის საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომელსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ., ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას. ისინი ლობირებენ იმ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა რამენაირად საქართველოს ხელისუფლება გააშავოს და პრორუსის იარლიყი მიაწებოს ყველა გზით. საუკუნის აფიორა დასჭირდება პიარ-კამპანიის სახით თუ რაც არ უნდა დასჭირდეს, ისინი ცდილობენ თავის ლობისტებთან ერთად, რომ საქართველოს ხელსუფლებას დაარქვას პრორუსი, მაგრამ ავიწყდებათ ერთი მთავარი რამ, რომ მათ მეთოდი აქვთ გაღმა შედავების თუ საუკეთესო თავდაცვა რომ თავდასხმაა, აი, ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით თავის პიარს ალაგებენ, - თქვა მდინარაძემ.