არსებობს ეჭვები, რომ ნადირაძეზე თავდამსხმელი "ოცნების" მიგზავნილი იყო - ბუაძე

15.03.23 15:20
არსებობს ეჭვები, რომ ნადირაძეზე თავდამსხმელი "ოცნების" მიგზავნილი იყო - ბუაძე

თავდასხმა ირაკლი ნადირაძეზე - "ლელოს" წევრი საბა ბუაძე, რომელიც ამ წუთებში  პოლიციის განყოფილებაში იკითხება, ეჭვობს, რომ ადამიანი, რომელიც ენმ-ს წევრს თავს დაესხა, "ოცნების" მიერ იყო მოგზავნილი.

ბუაძეს არც საქმის ობიექტური გამოძიების იმედი აქვს.  

ჩემს კოლეგას ირაკლი ნადირაძეს თავს დაესხა, რომელიც ცდილობდა, რომ მას ფიზიკურად გასწორებოდა. მათ შორის ხელში ჰქონდა ბლაგვი საგანი. ეს ადამიანი არის იდენტიფიცირებული და ახლა ველოდებით, რომ პოლიციამ იმოქმედოს შესაბამისად, მაგრამ არსებობს ეჭვები, რომ ეს ადამიანი მოგზავნილი იყო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ჯგუფების ან სულაც სუსის მხრიდან. შესაბამისად, ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ გაირკვევა ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე  და პასუხისგებაში მიეცემა ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსზე და საკრებულოს წევრზე თავდასხმას ცდილობდა, - თქვა ოპოზიციის წევრმა.