მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა - სააკაშვილი ევროპარლამენტს მადლობას უხდის

15.03.23 15:18
მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა - სააკაშვილი ევროპარლამენტს მადლობას უხდის

"Thank you European Parliament for solidarity 🇪🇺
მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა - ჩვენ საქმე გვაქვს ტყუილის და ძალადობის მანქანასთან რომელიც მუშაობს რუსეთზე",
- მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებს სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

ევროპელი დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა და კიდევ ერთხელ იმეორებენ იმას, რომ ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის სახით დღეს ქვეყანას  პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. 

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ერთი დაბრკოლება აქვს და ეს ბიძინა ივანიშვილია" - ეს არის ევროპარლამენტის მთავარი სათქმელი ქართველი ხალხისთვის. 

ევროპელმა დეპუტატებმა ასევე მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ საქართველოს მოქმემდი ხელისუფლება არ გამოხატავს ქართელი ხალხის ნებას, რომელიც მომავალს ევროპაში ხედავს.