ფასადური რეფორმები ევროკავშირში აღარ იმუშავებს - "ალდეს" პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას

15.03.23 15:27
ფასადური რეფორმები ევროკავშირში აღარ იმუშავებს - "ალდეს" პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას

ოპოზიციის ლიდერების ვიზიტი სტრასბურგში - "გირჩის", "სტატეგია აღამაშენებლის" და "დროას" ლიდერები შეხვედრა "ალდეს "პრეზიდენტთან უკვე დასრულებულია.

შეხვედრის შემდეგ შემდეგ "ალდეს" პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო ფასადური რეფორმების გატარებას უნდა შეეშვას და რეალური რეფორმების გატარებაზე უნდა გადავიდეს.

ამ რთულ დროს საქართველოს დემოკრატიისთვის ჩვენ გვყავს ქართველი ხალხი, ქართველი ლიბერალები და დემოკრატები. ჩვენ გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისი მინიჭებას, მაგრამ პირველ ეტაპზე საჭიროა დავინახოთ ნამდვილი რეფორმები და არა ფასადური რეფორმები, რომელიც ევროკავშირში აღარ იმუშავებს", - აცხადებს "ალდეს" პრეზიდენტი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე კი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ევროპარლამენტარებისგან შემდგარ სპეციალურ მისია ჩამოვა, რომელიც ადგილზე შეისწავლის მდგომარეობას.

"ალდე" დააინიცირებს ევროპარლამენტარებისგან შემდგარ სპეციალურ მისიას, რომელიც ჩამოვა და ადგილზე შეისწავლის მდგომარეობას და ადგილზე შეხვდება პოლიტიკურ მონაწილეებს, განსაკუთრებით ოპოზიციას", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.