სასულიერო პირი თვითნებურად მოქმედებდა - საპატრიარქო სპირიდონ ცქიფურიშვილზე
საპატრიარქო 7-9 მარტისა და მოძალადე ჯგუფების გუშინდელ აქციას ერთი განცხადებით ეხმაურება - გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ, რომ გუშინ გამართულ აქციაზე დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი თვითნებურად მოქმედებდა.
საპატრიარქოს განმარტებით, სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას.
▪️ მიუხედავად ამისა, გუშინ, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს.
▪️ აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი"- წერია განცხადებაში.
სასულიერო პირი, რომელიც 5 ივლისს მოქალაქეებს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა, პრორუსული "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინაც გამოჩნდა.
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი სიტყვით აც გამოვიდა და ევროკავშირის დროშას "მამათმავლობის ტრიაპკა" უწოდა.