საგანგებო შეხვედრა ევროკავშირის წევრებთან - "ოცნების" და ოპოზიციის ლიდერები ევროპელ დიპლომატებს ხვდებიან
საგანგებო შეხვედრა დიპლომატებთან - ამ წუთებში, სასტუმრო რუმსში "ქართული ოცნების" და ოპოზიციის ლიდერები პირისპირ ევროპელ დიპლომატებს ხვდებიან. საუბრის მთავარი თემა ქვეყნის ევროინტეგრაცია და 12 პუნქტია.
პროევროპული აქციის დარბევის შემდგე ეს დიპლომატებთან პირველი ერთობლივი შეხვედრაა, ამიტომ ოპოზიციას სათქმელი ბევრი აქვს.
რა გზვანილებით მივიდა ხელისუფლება ელჩებთან უცნობია, რადგან შეხვდრაზე შესვლამდე "ოცნების" ლიდერებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ოპოზიციის ყველაზე მთავარი სათქმელი ევროპელი პარტნიორებისთვის იქნება ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუურ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, კანდიდატის სტატუსისი მირება და ერთადერთი რაც ამ პროცესს აფერხებს, არის "ქართული ოცნებაა".
ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ შხვედრაზე ევროინტეგრაციის გარდა, აპირებს ისაუბროს ნიკა გვარამაის და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.
ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსაზრების გაგება ამ მიმართულებით და ჩვენი მოსაზრება, რა უნდა იყოს ძირითად ის პუნქტები, რომელიც შეეხება ამ მთავარ ფაქტორს, ეს არის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ის, რომ ტრანსფერი მიხეილ სააკაშვილის ყოვნდება. ასევე, ეს აყოვნებს იმ პუნქტს, რომელიც 12 პუნქტში არსებობს და ნიკა გვარამიას პატიმრობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ხატია დეკანოიძე.