იუსტიციის სამინიტროსთვის ჯარიმის სახით 500 ლარის დაკისრება არის შოუ - სააკაშვილის ადვოკატი

15.03.23 17:45
იუსტიციის სამინიტროსთვის ჯარიმის სახით 500 ლარის დაკისრება არის შოუ - სააკაშვილის ადვოკატი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ იუსტიციის სამინიტროს სამართლდამრღვევად ცნობას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოუს უწოდებს.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს რატი ბრეგაძის უწყებისთვის არა 500, არამედ 500 ათასი ლარი ჯარიმა უნდა დაეწესებინა, რადგან მისი განცხადებით, კადრების გავრცელებით დაირღვა, როგორც სააკაშვილის, ისე მედპერსონალის უფლებები. 

ეს არის შოუ, რომელშიც მონაწილეობს თავად ეს ინსპექტორი, თორემ 500 ლარი კი არა აქ უნდა ყოფილიყო 500 ათასი ლარი ალბათ ჯარიმა. ახლა ამ ყველაფერს გაასაჩივრებს პენიტენციური სამსახური სასამართლოში და რა თქმა უნდა, სასამართლო გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას და მიიღებს პენიტენციური სამსახურის სასარგებლო გადაწყვეტილებას. არ უნდა მომხდარიყო ამის გავრცელება არც ბატონი სააკაშვილის ნებართვის გარეშე და არც იქ ასახული პერსონალის ნებართვის გარეშე, რაც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურს არ გაუკეთებია, ისე განათავსა", - თქვა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება თავად კლინიკა "ვივა მედს", ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ კამერების დამონტაჟებით და კადრების გავრცელებით დისკომფორტი არ ექმნებათ.

სათვალთვალო კამერები რომ იყო დამონტაჟებული ეს პაციენტმა იცოდა პირველივე დღიდან, იმიტომ რომ ვხედავდით. კადრების გავრცელების უფლება რომ ჰქონდათ, ამაზე როგორ ვიქნებოდით ინფორმირებული, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. ასე შევდივარ მე ყველა პაციენტთან პალატაში.  მე ამას არანაირად არ ვთვლი ტრაგედიად. დისკომორტს არ განვიცდი არანაირად". - ამბობს ჩხაიძე. 

იუსტიციის სამინიტრო სამართლდამრღვევად არის ცნობილი. რატი ბრეგაძის უწყებას სანქცია უკვე მეორედ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამო ეკისრება.

საქმე 15 დეკემბერს, სამინიტროს მიერ პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების  და მისი პირადი კადრების გასაჯაროვებას ეხება.

გადაწყვეტილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიიღო.