ქვების სროლა დანაშაულია, მღვდელს აქციაზე ყოფნის კურთხევა არ ჰქონდა - მეუფე ნიკოლოზი საპატრიარქოს განცხადებას იზიარებს
საპატრიარქოს დღეს გავრცელებული განცხადების პათოს, სადაც რადიკალების მიერ შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და ქვების სროლა დაგმობილია, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი სრულად იზიარებს.
მაღალი იერარქი დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილის საკითხზე კომენტირებისას ამბობს, რომ სასულიერო პირს ლოცვა-კურთხევის გარეშე მღვდელს არანაირი მოქმედების უფლება არ აქვს.
საპატრიარქოს განცხადებას ვეთანხმები. ლოცვა-კურთხევის გარეშე მღვდელს არანაირი მოქმედების უფლება არ აქვს. ამ კონკრტეტულ მღვდელს კონკრეტულ მოქმედებაზე კურთხევა არ ჰქონია. რაც შეეხება გინებას საერთოდ მოულოდნელია ასეთი ფორმის ურთიერთობა. ქვების სროლა კი ნამდვილად ძალადობაა და სისხლის სამართლის დანაშაულია"- თქვა ფაჩუაშვილმა.
სასულიერო პირი, რომელიც 5 ივლისს მოქალაქეებს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა, პრორუსული "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინაც გამოჩნდა.
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი სიტყვით აც გამოვიდა და ევროკავშირის დროშას "მამათმავლობის ტრიაპკა" უწოდა.
პრორუსმა ორკებმა კი საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართული დროშა ცამოხიეს, ფეხქვეშ გათელეს და დაწვეს.
მსვლელობისას "ალტ-ინფოს" წევრებმა ყველა იმ შენობაზე მკიტანეს იერიში, საიდანაც ევროკავშირის და უკრაინის დროშები იყვო გადმოფენილი.