"ლუციფერის მხილება" ალქოჩარისგან საჩუქრად დეპუტატებს - ანტიდასავლური წიგნის ავტორი დღეს, მისსავე ვერსიებში ჩაიკარგა

15.03.23 20:07
"ლუციფერის მხილება" ალქოჩარისგან საჩუქრად დეპუტატებს - ანტიდასავლური წიგნის ავტორი დღეს, მისსავე ვერსიებში ჩაიკარგა

"ლუციფერის მხილება" ალქოჩარისგან საჩუქრად დეპუტატებს. დღეს პარლამენტში მისულ კანონმდებლებს    სამუშაო მაგიდებზე ანტიდასავლური შინაარსის წიგნები დახვდათ. წიგნის ავტორი აკადემიკოსია,  ფსევდონიმით ალქოჩარი, რომელმაც ნაწარმოებს წინასიტყვაობაც დაურთო. 

"ამ წიგნს ვუძღვნი საქართველოს - მოტყუებულს, გაყიდულს, გაძარცვულს და განწირულს,რომ ნეოლიბერალიზმის გზით სიარული ერის თვითმკვლელობაა, რომლის შემდეგაც ჩვენი ნაკვალევი არც კი დარჩება", -წერს ავტორი.

ვინ შეიტანა ალქოჩარის ანტიდასავლური ნაწარმოები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში? ავტორი "პირველებთან" ამბობს, პარლამენტის კანცელარიას წიგნი თავად ჩააბარა, თუმცა ვინ დაარიგა დეპუტატების კაბინეტებში არ იცის. პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე ამის გაკეთება რთული წარმოსადგენია. ალქოჩარი  საგულდაგულოდ მალავს  დაფინანსების წყაროს და იმ  გამომცემლობას, ვინც  400 გვერდზე ჩამოწერილი ანტიამერიკული გზავნილები დაბეჭდა.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.