დადგენილია პირის ვინაობა, ვინც პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვა - მამუკა ანდღულაძეს "პირველებმა" სოფელ ბახვში მიაგნო
დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვა. მამუკა ანდღულაძეს "პირველებმა" სოფელ ბახვში მიაგნო. ანდღულაძემ ცოტა ხნის წინ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე ძალადობა განახორციელა. კითხვებზე პასუხების მისაღებად სახლში მისულ რეპორტიორს რადიკალმა ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ტელეფონი წაართვა და დაუმტვრია. ევროკავშირის დროშის განადგურებაც ანდღულაძის სახელზეა. ეს კარგად იციან მოძალადეთა რაზმის ლიდერებმაც, თუმცა სამართალდამცველებისთვის კვალის არევას ცდილობენ.
გომელაური კი ისევ არ რეაგირებს. შს სამინისტრო ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ამ დრომდე ვერ მოახდინეს იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც თბილისის ცენტრში სატელევიზო და სათვალთვალო კამერების წინ კანონი დაარღვია. სანამ ხელისუფულება დუმილის რეჟიმშია, საქართველოში გამართული ანტიევროპული და ძალადობრივი აქციებით მოსკოვი ზეიმობს. უკვე მეორე დღეა ყველა რუსული პროპაგანდისტული მედიის მთავარი ამბავი რადიკალების მიერ გამართული აქციაა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ მოსკოვში დაიგეგმა.
დეტალები იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.