"ოცნება" ქართულ კოშმარად იქცა" - ევროპარლამენტარების უმწვავესი გზავნილები ბრიუსელიდან
"ქართული ოცნება" ქართულ კოშმარად იქცა - ეს არის ერთი-ერთი ევროპელი დეპუტატის სიტყვები. ევროპარლამენტმა ოლიგარქის ხელისუფლებას ნამდვილი კოშმარი მოუწყო. ასეთი მწვავე სტრასბურგი "ოცნების" მიმართ არასდროს ყოფილა. რუსული კანონი და პოლიტპატიმრები ის წყალგამყოფია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებას არავინ აპატიებს. დეპუტატები ერთმანეთის მიყოლებით აფრთხილებდნენ ოცნებას, რომ თუ ქვეყანა ევროპულ კურსს უღალატებს ან სააკაშვილი ციხეში მოკვდება, კანდიდატის სტატუსი არ იქნება.
სტრასბურგი ივანიშვილს ღიად ადანაშაულებს რუსეთთან თანამშრომლობაში და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაში. შესაბამისად ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ყველაზე ხშირად ისმოდა სიტყვა - სანქციები.
"ევროპამ ივანიშვილის გუნდის ნამდვილი სახე დაინახა, მთავრობა არის პრორუსული" - ეს არის სტრასბურგის მყარი პოზიცია.
უმწვავესი გზავნილები სტრასბურგიდან - ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.