მძიმე დასკვნა ვენეციის კომისიიდან - ოპოზიციის განგაში და გაუჩინარებული პარლამენტის თავმჯდომარე
მძიმე დასკვნა ვენეციის კომისიიდან. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ხელისფლებამ შესაძლოა ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებისთვის და დევნისთვის გამოიყენოს - წერია დოკუმენტში.
შალვა პაპუაშვილი ჯერ კიდევ გუშინ ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ კომისიიდან მხოლოდ დადებითი შეფასება ჩამოვიდა. ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე გაუჩინარებულია და მედიასთან არ ჩნდება. "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები დღეს უკვე ვერ უარყოფდნენ, რომ მათ მიერ მომზადებული პროექტი დახარვეზებულია.
ოპოზიციას განგაში აქვს გამოცხადებული და მმართველ გუნდს კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებს. ის რაც შალვა პაპუაშვილმა არ თქვა, დეტალურად ამოიკითხა ოპოზიციამ, რეკომენდაციები მარკერებით გახაზა და პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცა.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.