რა გვითხრა ვენეციის კომისიამ? - სასამართლო კლანის შეფი უმწვავეს დასკვნას ანგაჟირებულს უწოდებს
კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" კლანს ვერ ეხება. ვენეციის კომისიიდან მიღებული დოკუმენტი რადიკალურად განსხვავდება იმ შეფასებებისგან, რომელსაც "ქართული ოცნება" ცდილობს საზოგადოებას მიაწოდოს. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს შესახებ კანონში არ არის გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციები. მთავარი პრობლემაა კორპორატივიზმი, ანუ კლანური მმართველობა სისტემაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესი.
ვენეციის კომისიამ დაწერა, რომ რეფორმა ფასადურია და რეალური ცვლილებებზე ხელისუფლება უარს ამბობს.
ლევან მურუსიძე ევროპის მთავარ სამართლებრივ სტრუქტურას პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.