ტაქსების ლიცენზიები - მზადდება თუ არა დიდი კორუფციული სქემა მერიაში?

15.03.23 20:50
ტაქსების ლიცენზიები - მზადდება თუ არა დიდი კორუფციული სქემა მერიაში?

ტაქსების ლიცენზიები - მზადდება თუ არა დიდი კორუფციული სქემა მერიაში. ა კატეგორიის ტაქსის ლიცენზიები 1 აპრილიდან აღარ გაიცემა. მძღოლებმა 20 მარტამდე უნდა მოასწრონ  ნებართვების აღება. აპრილოდან კი მუდმივი ლიცენზიები გაიყიდება, რომელსაც ნებისმიერი მსურველი შეიძენს და შემდეგ უკვე მძღოლებზე გადაყიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც ახლა არ აიღებს შესაბამის საბუთს, მომავალში უფრო ძვირი დაუჯდება. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ლიცენზიები  დიდი ალბათობით მხოლოდ მერიასთან დაახლოებულ კომპანიებში მოხვდება.

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.