კანდიდატის სტატუსის მონიჭება რეკომენდაციების შესრულების გარეშე ვერ მოხდება - ევროდეპუტატი
"კანდიდატის სტატუსის მონიჭება ვერ მოხდება რეკომენდაციების შესრულების გარეშე" - ევროპის ამ გზავნილს ოპოზიციასთან ერთად დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ისმენდნენ. ევროპელ დეპუტატებთან საუბრის მთავარი თემა სასტუმრო "რუმსში" ქვეყნის ევროინტეგრაცია და 12 პუნქტის შესრულება იყო.
ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი კატერინა მატერნოვამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს როგორც ევროკომისიის, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
საგარეო საქმეთა მინისტრს და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ არა მხოლოდ ტექნიკური საკითხები უნდა შესრულდეს, არამედ პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რომ მოძებნოთ კომპრომისი. ერთობლივად შეძლოთ ამ ნაბიჯების შესრულება. მე არ შემიძლია თქმა, მოგენიჭებათ თუ არა კანდიდატსი სტატუსი, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეს ვერ მოხდება რეკომენდაციების შესრულების გარეშე. ეს რომ მოხდეს, საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ. ვენეციის კომისიის მიერ წარდგენილი ორი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, ეს არის დეოლიგარქიზაცია და ეს არის სასამართლო სისტემა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მოვისმინეთ უმრავლესობის პოზიცია, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ პროცესი გახდეს ინკლუზიური", - განაცხადა კატერინა მატერნოვამ.