კეზერაშვილი ჩვენი სეკრეტ სანტაა, რომელმაც მერაბიშვილი და ხაბეიშვილი გვაჩუქა - კობახიძე

16.03.23 10:24
კეზერაშვილი ჩვენი სეკრეტ სანტაა, რომელმაც მერაბიშვილი და ხაბეიშვილი გვაჩუქა - კობახიძე

კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი სეკრეტ სანტა, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

"ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ძნელად წარმოსადგენია, რომ "ნაცმოძრაობამ" შეძლოს, თუნდაც 30- პროცენტიანი ნდობის შენარჩუნება გამომდინარე იმ რეპუტაციიდან, რომელიც კეზერაშვილს, მერაბიშვილს და ხაბეიშვილს აქვთ.

,,რა ადამიანებთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ. კეზერაშვილი, რომელიც გახდა მულტიმილიონერი ქართული ჯარის და ბიზნესის რეკეტის და ძარცვის ხარჯზე. ეს არის მთავარი ლიდერი დღეს ნაცმოძრაობაში. ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, რომ თუ მოვლენ ხელისუფლებაში, გახსნიან მეორე ფრონტს და ა.შ. ესეც იყო 7 ნოემბრის ავტორი; 26 მაისი ავტორი, იმედში შემოჭრის ავტორი, ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის. კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი სეკრეტ სანტა, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი - დიდი მადლობა კეზერაშვილს ამ ორი საჩუქრისთვის,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.