მერაბიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება წყალს ასხამს რუსეთისა და ივანიშვილის ინტერესებზე - სამადაშვილი
მერაბიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება წყალს ასხამს პირდაპირ რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე - ასე ეხმაურება პარტია ,,ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ვანო მერაბიშვილის სკანდალურ ინტერვიუს.
სამადაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" რეალურად ვანო მერაბიშვილის მმართველობის ქვეშ დაბრუნდა
დღეს ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი საქართველოში დგას ორ უკანასკნელ ფეხზე. ერთი ეს არის წინა ხელისუფლების ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების დაბრუნების შიში, რადგან სწორედ ამ მიმართულებით აქვს ყველაზე დიდი შეშფოთება ჩვენს საზოგადოებას. მეორე, ეს არის ომის საფრთხის პედალირება, ამიტომ ყველა განცხადება, რომელიც კეთდება, რომელიც ამძაფრებს სწორედ ამ განცდას, რომ დიახ, ,,ნაციონალური მოძრაობა" რეალურად დაბრუნდა ვანო მერაბიშვილის მმართველობის ქვეშ და ის აპირებს პირადად ხელისუფლებაში დაბრუნებას, დღეს წყალს ასხამს პირდაპირ რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილი ისევ გამოჩნდა. ამჯერად უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში მერაბიშვილმა თქვა, რომ ერთადერთი სერიოზული პარტია ,,ნაციონალური მოძროაბაა" და ცვლილებების მოტანა მხოლოდ მათ შეუძლიათ.