"პარტიაში რეალური პატრიოტების მოსვლა დაიწყო" - მერაბიშვილმა ენმ-ს ლიდერებს ცეცხლი გაუხსნა

16.03.23 11:50
"პარტიაში რეალური პატრიოტების მოსვლა დაიწყო" - მერაბიშვილმა ენმ-ს ლიდერებს ცეცხლი გაუხსნა

ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში ცეცხლი გაუხსნა ენმ-ს იმ ლიდერებს, რომლებიც ამ დრომდე პარტიაში რჩებიან. მან პირდაპირ თქვა, რომ პარტიაში ახლა მოვიდნენ პატრიოტი ლიდერები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან ოპოზიციაში სურათს.

მან ასევე მის წარსულთან დაკავშირებითაც  ილაპარაკა და თქვა, რომ 2012 წელს ის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო, თუმცა რამდენიმე თვეში მისი რეიტინგი დაეცა და აღნიშნა, რომ რეიტინგები ხშირად იცვლება.

მერაბიშვილმა ასევე ისაუბრა  უკრაინის გამარკვებაზეც და თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაც იქნება.

ის, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" მიაღწია საკუთარ პარტიაში ხელმძღვანელობა არჩევნებით შეეცვალა, ამან შესაძლებელი გახადა, ოპოზიციური პარტიის ხელისუფლებაში რეალური პატრიოტების მოსვლა და მეორე, პუტინის დღეები დათვლილია. როგორც კი ქართველი ხალხი მიხვდება, რომ პუტინი სუსტია, მეორე დღესვე ყველაფერი შეიცვლება ერთ დღეში. მერწმუნეთ, არაფერია იმაზე არასტაბილური, ვიდრე პოლიტიკოსის რეიტინგი. მე 2012 წლის მაისში რეალურად ვიყავი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, ნოემბერში კი ყველაზე არაპოპულარული. ასე რომ რეიტინგები არასდროს არ არის სტაბილური, ძალიან ხშირად იცვლება. თუ კი ხვალ არ იქნება პუტინი, წარმოვიდგინოთ, რომ ასეა, საქართველო ერთ დღეში გახდება სხვანაირი. არ მიყვარს საჯაროობა, ასე რომ მოკრძალებულად მირჩევნია, როდესაც გამარჯვება შედგება, თუ ჩამოვალ ეს მარტო თქვენი გამარჯვება კი არა, ჩვენი გამარჯვებაც იქნება. ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება იქნება".- თქვა მერაბიშვილმა.