უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ოლექსეი გერაშენკო ავრცელებს.
მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე მტრის თვითმფრინავების აქტივობა ფიქსირდება.
ცნობები ვრცელდება უკრაინული მედიის "ტელეგრამ" არხებზეც და ისინი მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.