ქართველ ხალხს უნდა ევროპისკენ სვლა, თუმცა მთავრობა ინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება გახდა - კუბილიუსი
ქართველ ხალხს უნდა ევროპისკენ სვლა, თუმცა მთავრობა ინტეგრაციის გზაზე გახდა მთავარი დაბრკოლება - ეს განცხადებაა ანდრიუს კუბილიუუმა ოპოზიიციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ევროპარლამენტარმა პირდაპირ დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციების მოწყობაში და თქვა, რომ "ოცნებისგან" კიდევ უფრო მეტ პროვოკაციას ელოდება.
ჩვენ დავინტერესდით რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ მომავალში. ძალიან მკაფიოდ ვთქვით, ქარველებს აქვთ ძალიან დიდი სურვილი შეუერთდნენ ევროკავშირს, სამწუხაროთ მთავრობა ინტეგრაციის გზაზე გახდა მთავარი დაბრკოლება. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები უცხოური აგენტების შესახებ კანონზე, მაგრამ მაქვს მოლოდინი რომ იქნება უფრო მეტი პროვოკაცია. პროევროპლი ოპოიზტ ცია არის ის ალტერნატივა რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ შეუერთდეს ევროკავშირს. როგორ გააკეთებენ ამას, რა შედეგით დასრულდება მომდევნო წლის არჩევნები, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ჩვენ გვავს ძალიან ძლიერი ინტერესი, დავეხმაროთ ქართველ ხალხს მიაღწიონ მიზანს და მოახდინონ ევროკავშირში ინტერგრაცია", - ამბობს კუბილიუსი.
ოთხი ოპოზიციური პარტია ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. პარტია "დროა", "გირჩი მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღამაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" სტრასბურგში ევროპარლამენტარებს ხვდებიან. ქვეყნის ევროინტეგრაციის გარდა, ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ კოლეგებს ესაუბრებიან პოლიტპატიმრებსა და სასამართლო სისტემაზეც.