მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კგ-მდე ჩამოვიდა - ადვოკატი

16.03.23 12:15
მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კგ-მდე ჩამოვიდა - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კგ-მდე ჩამოვიდა - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისი წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა, ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დადგეს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.