"როგორ არ დაისარჯოს საქართველო და რა ვუყოთ ხელისუფლებას"- ოპოზიცია ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს

16.03.23 11:50
"როგორ არ დაისარჯოს საქართველო და რა ვუყოთ ხელისუფლებას"- ოპოზიცია ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს

ოთხი ოპოზიციური პარტია ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. პარტია "დროა", "გირჩი მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღამაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" სტრასბურგში ევროპარლამენტარებს ხვდებიან. ქვეყნის ევროინტეგრაციის გარდა, ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ კოლეგებს პოლიტპატიმრებსა და სასამართლო სისტემაზეც ესაუბრებიან. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, ევროპარლამენტარებს ,,ქართული ოცნების" რუსულ ნარატივებზე გული სწყდებათ.

მთავარია ის, რომ ყველა ფიქრობს, რა უნდა ვქნათ, დილემაა ასეთი, ხელისუფლება რუსეთისკენ მიმართული და ხალხი ევროპისკენ მიმართული. როგორ არ დაისარჯოს საქართველო და ხალხი და რა ვუყოთ ხელისუფლებას. ეს არის ის შინაარსი, რაზეც ვმსჯელობთ. ეს მთელი პერიოდი, როცა უყურებდნენ ,,ქართულ ოცნებას" და მის რუსულ ნარატივს, გული სწყდებოდათ,- ამბობს გიორგი ვაშაძე.