არ უნდა დავეხმაროთ "ოცნებას" დემონიზების კამპანიაში - მანჯგალაძე მერაბიშვილის ინტერვიუზე
არ უნდა დავეხმაროთ "ოცნებას" დემონიზების კამპანიაში - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანგალაძე მერაბიშვილის ინტერვიუს.
მანჯგალაძე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს დანარჩენი ოპოზიციური პარტიების იგნორირება დაუწუნა და შეახსენა, რომ "სტრატეგია აღმაშენებელს" 70 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა არჩევნებზე მხარი.
ვარსებობთ, 70 000-ზე მეტმა ადამიანმა დაგვიჭრია მხარი, ვართ პარლამენტში. ვანო მერაბიშვილმა თუ ვერ ხედავ, ეს თავისი პრობლემაა. ფაქტია, რომ "ოცნებას" რაღაც ფიგურები სჭირდებათ, რომ მოახდინონ საზოგადოების დაშინება. ვანო მერაბიშივილი იქნება თუ პაატა მანჯგალაძე იქნება ეს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ დავემხაროთ "ქართულ ოცნებას" ამ დემონიზების კამპანიაში", - თქვა მანჯგალაძემ.
უკრაინულ მედიასთან ინტერვიუშიი მერაბშვილმა თქვა, რომ ერთდაერთი სერიოზული პარტია "ნაციონალური მოძროაბაა" და ცვლილებების მოტანა მხოლოდ მათ შეუძლიათ.