მელია-ჯაფარიძე-ხაბეიშვილი საქმეებზე ხარვეზები გამოვლინდა - როგორ აშავებს პოლიტიკურ ოპონენტებს "ოცნება"

16.03.23 13:30
მელია-ჯაფარიძე-ხაბეიშვილი საქმეებზე ხარვეზები გამოვლინდა - როგორ აშავებს პოლიტიკურ ოპონენტებს "ოცნება"

ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე და ლევან ხაბეიშვილი - როგორ აშავებს პოლიტიკურ ოპონენტებს "ქართული ოცნება". ადამიანის უფლებათა ცენტრმა მრავალთვიანი მუშაობის შემდეგ, დაადგინა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ამ გზით სახელისუფლებო პარტია ოპონენტებზე დევნის დაწყებას ცდილობდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებიც. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ  ხელუფლებამ  მაქსიმალურად გამოიყენა საკუთარი გავლენები ოპოზიციის თავიდან მოსაშორებლად.

გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რამაც შექმნა გარკვეული ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად მიმართული ღონისძიებები, როდესაც ნიკანორ მელიას მიმართ მოხდა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა, როდესაც მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იყო მიღებული გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში წაერთვა მას კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება, რომ მომხდარიყო განაჩენის გასაჩვირება. ასევე ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც, როდესაც გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები უკვე სასამართლოშიც, როდესაც მოხდა თვითონ მოსამართლის მიერ ბრალდების მუხლის კვალიფიცირება ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლზე და ასევე ლევან ხაბეიშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეც, რომელიც ძალიან დიდ ხანს არის  გაჭიანურებული, შესაბამისად დეპუტატს გარკვეულ საფრთხეს უქმნის, რომ მისი პოლიტიკური გააქტიურების დროს შესაძლოა მოხდეს ამ შემოდებული სისხლის სამართლის საქმის გამოყენება მის წინააღმდეგ და აქტიური საარჩევნო უფლების, ასევე გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკურ პრეცესებში აქტიურად ჩართვის უფლების შეზღუდვა," - ამბობს ალექსი შერაზადაშვილი.