პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მონახულების ნება დართეს - რიკარდ იოზვიაკი

16.03.23 13:57
პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მონახულების ნება დართეს - რიკარდ იოზვიაკი

ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს ტვიტერზე წერს, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის თარიღი, როდის გაემგზავრებიან პოლონელი ექიმები საქართველოში.

რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ საუბარი არ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანაზე.

"ევროკავშირის ოფიციალური პირები: პოლონურ სამედიცინო ჯგუფს მიეცა სააკაშვილთან წვდომის უფლება. ჯერ უცნობია, როდის გაემგზავრებიან ისინი საქართველოში. და ეს არ ეხება ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანას",- წერს რიკარდ იოზვიაკი.