"მედიის მიმართ ხელისუფლების რიტორიკა სიძულვილსა და მტრობაზეა დაფუძნებული"- თამთა მიქელაძე

16.03.23 14:12
"მედიის მიმართ ხელისუფლების რიტორიკა სიძულვილსა და მტრობაზეა დაფუძნებული"- თამთა მიქელაძე

იურისტები ფიქრობენ, რომ მედიის წარმომადგნელებზე ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობის ფაქტები ხელისუფლების მიერ არის წახალისებული, დაწყებული გამოძიება კი ფორმალურია, რადგან ამ დრომდე დასჯილი ჯერ არავინ უნახავთ.

როგორც იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს,  რომ ხელისუფლების რიტორიკაში ჩანს სიძულვილსა და მტრობაზე დაფუძნებული რიტორიკა, მედიის წარმომადგენლების მიმართ და სწორედ ეს რიტორიკა ხდება არაერთი ადამიანის მიმართ ქუჩაში ინდივიდულაური ძალადობის მიზეზი.

ბოლო წლებია, ხელისუფლების რიტორიკაში ჩანს სიძულვილსა და მტრობაზე დაფუძნებული რიტორიკა, მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციური ლიდერების და ბოლო პერიოდში უკვე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ. სწორედ ეს რიტორიკა ხდება არაერთი ადამიანის მიმართ ქუჩაში ინდივიდულაური ძალადობის მიზეზი და ნატო გოგელიას მიმართ მომხდარი ამბავიც პრინციპში ამ პრაქტიკის ნაწილად უნდა დავინახოთ. სამწუხაროდ, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები სათანადოდ გამოძიებული არ არის, რაც ძალიან მძიმე კლიმატს ქმნის ჟურნალისტების მუშაობისთვის,"- ამბობს თამთა მიქელაძე.  

ცნობისთვის, ამ დრომდე არ დაუკავებიათ "ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავდამსხმელი რადიკალი, რომელმაც პარლამენტის სასახლიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხია. 

შეგახსენებთ, რომ როდესაც "ტვ პირველის" ჟურნალისტმა მისი იდენტიფიცირება შეძლო და კითხვების დასასმელად სახლში მიაკითხა, მამუკა ანდღულაძე მას ფიზიკურად გაუსწორდა და ის მობილური ტელეფონი დაუმტვრია, რომლითაც გადაღებას აწარმოებდა.