მასალებს მივაწვდით ივანიშვილის სანქციებზე - ელენე ხოშტარია ბრიუსელიდან
"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, ევროპარლამენტარებთან სანქციების საკითხიც განიხილეს.
ოპოზიცია აპირებს, შესაბამის უწყებებს მიაწოდოს ყველა მასალა, მოძალადე ალტ ინფოს გადადგილების შეზღუდვისა და ივანიშვილის სანქციების მიმართულებით.
განცხადება "დროას" ლიდერმა, ელენე ხიშტარიამ ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთა.
ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული თემებია გარდა პოლიტპატიმრებისა და სასამართლო რეფორმისა, სანქციების თემა და ვაპირებთ, რომ მათ შორის მასალა მივაწოდოთ შესაბამის უწყებებს, მათ შორის, აღმასრულებელ ნაწილში, როგორც "ალტ ინფოს" და მსგავსი ჯგუფების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე, ასევე ზოგადად ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების თემაზე და ამ მიმართულებით იმართულებით გვექნება შეხვედრები", - თქვა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.