ვადამდელი არჩევნები აბსურდია - შალვა პაპუაშვილი
ვადამდელი არჩევნები აბსურდია, ვინმე თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, არჩევნებს დაელოდოს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას "მარგინალებს" უწოდებს და იქვე ამბობს, რომ მორიგი არჩევნებისთვის წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე ცოტა დრო დარჩა.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს აბსურდია. ვადამდელი კი არა, მორიგი არჩევნები იქნება ცოტა ხანში. რაღა დარჩა იმისთვის, რომ დაიწყოს წინასაარჩევნო პერიოდი მორიგ არჩევნებამდე. ამიტომ ვისაც რაიმე ეჭვი აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხალხის ნდობაში და ვინმე თუ დარწმუნებულია საკუთარ ძალებში დაელოდოს ვადამდელ არჩევნებს და როგორც 9 არჩევნებში გამოჩნდა, რომ არიან მარგინალები, ზუსტად ისე გამოჩნდება მე-10 არჩევნებში, რომ არიან მარგინალები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.