ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის კორიდორებში იარონ - პაპუაშვილი
"ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში იარონ"- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე 3 პარტიის სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ დელეგაციაში ორი პარტია - "დროა" და "გირჩი" არის ოფიციალურად "რადიკალურია".
რადიკალები არიან, მათ დაყარეს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატები, გარედან მოუწოდებენ ოპოზიციას ყოველ დღე, რომ დაყარონ მანდატები და გავიდნენ.
"დროას" ლიდერი გამორჩეულია იმით, რომ დეზინფორმაციულ ბრიფინგებს ატარებს ორ კვრაში ერთხელ და აბრალებს ქვეყანას სანქციების გვერდის ავლას და ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ ეს იყო ტყუილი. ამ ტყუილის კულტივაციით და რადიკალიზმის კულტივაციით დაკავებულ პარტიებს, როცა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში ხვდებიან, იმ კავშირის, რომელიც მოგვიწოდებს ჩვენ ამავე დროს დეპოლარიზაციისკენ, ეს არის რა თქმა უნდა წახალისება რადიკალიზმისა საქართველოში" - თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, "სტრატეგია აღმაშენებელს", "დროასა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ.