კანდიდატის სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას - პაპუაშვილი
კანდიდატის სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ოპოზიციის ევროპაში ვიზიტები არ მოსწონს და აცხადებს, რომ ოპონენტები "ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი":
ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი, ჩვენთან არის დიქტატურა, არაფერი არ ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხი არის კარგი და ამიტომ მოგვეცით სტატუსი. ეს ან არის აბსოლუტური მიამიტობა, ან პირდაპირი მავნებლობა. მე ასეთი რეკლამირება საკუთარი ქვეყნის არ გამიგია...
კანდიდატის სტატუსი როცა მიეცემა საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. ესე იქნება და არა სხვანაირად"- აცხადებს ის.