ოჯახი თბილისში დაკარგულ კაცს ეძებს

16.03.23 14:38
ოჯახი თბილისში დაკარგულ კაცს ეძებს

ოჯახი თბილისში დაკარგულ ნოდარ კბილცეცხლაშვილს ეძებს. 

შვილიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ბაბუა ბოლოს დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე ნახეს

"მეგობრებო, დაიკარგა პაპაჩემი - ნოდარ კბილცეცხლაშვილი, დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე ნახეს ბოლოს, 17:00 საათისთვის. გთხოვთ გაავრცელოთ და სადმე თუ შეამჩნევთ დარეკოთ მითითებულ ნომერზე - 568 111 058",- ნათქვამია განცხადებაში.