როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე - მარგველაშვილი ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს

16.03.23 15:22
როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე - მარგველაშვილი ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს

მეოთხე პრეზიდენტის პოლიტიკური გეგმა - გიორგი მარგველაშვილი მზად არის ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის ოპოზიციასთან ერთად დაიწყოს მუშაობა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები მოქმედებაზე უნდა გადავიდნენ.

მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ოცნებაა პროცესებს ვეღარ მართავს და დელეგიტიმიზირებულია, ამიტომაც, მისი თქმით, უნდა მოხდეს პოლიტიკური ძალის რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად შეცვლა.

მარგველაშვილის თქმით, ასეთი საბჭოს შექმნა ერთიან საარჩევნო სიას არ გულისხმობს და, უბრალოდ, ოპოზიციური პარტიების გამსხვილება უნდა მოხდეს.

მნიშვნელოვანია, ახლა ერთიანი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება, რომ უნდა მოხდეს რიგგარეშე არჩევნები - ეს პირველი. და რომ არის პოლიტიკურად აუცილებელი, იმიტომ, რომ პრორუსული და არასანდო ხელისუფლების ხელში ჩვენი დღის წესრიგი მხოლოდ შეიძლება ის იყოს, რომ რამე არ დააშავონ, ის რომ გააკეთებენ, ეს გამორიცხულია. და მეორე არის, რომ ქართველ ამომრჩეველს ისევ უნდა შევთავაზოთ არა ორპოლუსიანი საარჩევნო არჩევანი. ახლა ამ პოლიტიკური ძალის რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად შეცვლა არის პოლიტიკური დღის წესრიგი მიზანი. ახლა, ამ ვითარების განხორციელება აერთიანებს მთელ ოპოზიციურ პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს, შესაბამისად ისინი ამ მიზანში ერთად უნდა მოძრაობდნენ და არა ცალ-ცალკე, ეს ლოგიკურია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნოდ, როდესაც უკვე დაინიშნება არჩევნები, რომ ისინი ერთი სიით უნდა გავიდნენ. ჩვენი უნდა მოვახერხოთ მესამე ალტერნატივის შეთავაზება ქართული საზოგადოებისთვის. აუცილებელია, ის რაც იყო პოლიტიკური დღის წესრიგში 2020-ში, იმ პროდასავლური ალტერნატივის შექმნა უფრო გამსხვილებული ფორმით, რომელშიც არიან იგივე ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ჯაფარიძე, ლელო და ყველა". - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.